თუ პლატფორმაზე ბარათის დამატების დროს შეფერხებებს აწყდებით, გთხოვთ გადახედოთ პრობლემის მოგვარების შესაძლო გზებს:
- დარწმუნდით, რომ თქვენი სკრედიტო ან სადებეტო ბარათის მონაცემები (ბარათის ნომერი, ვადის ამოწურვის თარიღი, CVV) სწორად გაქვთ მითითებული
- დარწმუნდით, რომ თქვენს ანგარიშზე საკმარისი ხელმისაწვდომი თანხაა
- გადაამოწმეთ თქვენს ბანკთან, რომ თქვენი საკრედიტო თუ სადებეტო ბარათისთვის გააქტიურებულია ონლაინ შესყივდების ფუნქცია
- უმეტეს ქალაქებში ბოლტის პლატფორმაზე მხოლოდ Mastercard-ისა დაVisa ბარათების გამოყენებაა შესაძლებელი
- ამ დროისათვის, American Express-ის ბარათების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ავსტრალიასა და ევროზონის ქვეყნებში
ვადაგასული ბარათები
- თუ ბარათი გადახდის მეთოდად დამატების პროცესმა წარმატებით ჩაიარა, მაგრამ, ბარათი მაინც არ ფიქსირდება აპლიკაციაში, გთხოვთ შეამოწმოთ ბარათის ვადის ამოწურვის თარიღი
- თუ ბარათს ვადა მიმდინარე თვეში ეწურება და თვის ბოლომდე შვიდ დღეზე ნაკლებია დარჩენილი, ბარათი ავტომატურად ქრება გადახდის მეთოდებიდან და საჭირო ხდება ახალი ბარათის დამატება
ბარათის სკანირება
- თუ ბარათის სკანირების მეშვეობით დამატებას ცდილობთ, გთხოვთ მოათავსეთ ბარათი ეკრანის ცენტრში ისე, რომ სკანერის ოთხივე მწვანე ხაზი ერთმანეთს უკავშირდებოდეს და წარმოქმნიდეს მართკუთხა საზღვარს თქვენი ბარათის გარშემო
- სკანირება მუშაობს მხოლოდ იმ ბარათებისთვის რომლებზეც გრავირებული ციფრებია დატანილი. სხვა ტიპის ბარათებისთვის სკანირება არ იმუშავებს
შენიშვნა:
- თუ ბარათის დამატებასთან დაკავშირებით დახმარება გესაჭიროებათ, გთხოვთ გადადით ბმულზე გადახდის მეთოდის დამატება და არჩევა
- ყველანაირი ინფორმაცია თქვენი ბარათების შესახებ არის დაშიფრული, კონფიდენციალური და უსაფრთხოდ ინახება
- თუ ზემოთაღნიშული ინფორმაციიდან ვერაფერი ვერ დაგეხმარათ პრობლემის მოგვარებაში, გთხოვთ აპლიკაციის მეშვეობით დაუკავშირდეთ კლინტების მხარდაჭერის გუნდს.