რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

დარეგისტრირება

ბარათის წინასწარი ავტორიზაცია და დარეზევრებული თანხები

თქვენს ექაუნთზე პლასტიკური ბარათის დამატების ან გააქტიურებული ბარათით შეკვეთის დაფიქსირების შემდეგ, შესაძლოა მიიღოთ საბანკო შეტყობინება, რაც დაკავშირებულია ბარათის წინასწარ ავტორიზაციასთან.

შეტყობინებში აღნიშნული თანხა თქვენს საბანკო ანგარიშზევე რჩება, მაგრამ დროებით რეზერვდება, რათა შემოწმდეს თქვენი გადახდის მეთოდის ვალიდურობა.

მგზავრობის დასრულების შემდეგ თანხა უკან გიბრუნდებათ. თუ შეკვეთა გაუქმდება საფასურის გარეშე, ავტორიზაციის ბლოკი მაშინვე მოიხსნება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თანხის აქტიურ ბალანსზე დაბრუნებას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს. აღნიშნული პროცესის სისწრაფე დამოკიდებულია თქვენს ბანკზე. დამატებითი დეტალებისთვის გთხოვთ მიმართოთ შესაბამის ბანკს.

მესამე მხარის დაქვითვები

თუ თქვენ მგზავრობთ ქვეყანაში სადაც განსაზღვრულისგან განსხვავებული ფულადი ვალუტა მოქმედებს, თქვენმა საკრედიტო ან სადებეტო ბარათის გამომშვებმა ორგანიზაციამ შესაძლოა მგზავრობის საფასურს დაამატოს ვალუტის კონვერტირების განაკვეთი ან გადასახადი. დეტალებისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ თქვენს საბანკო სამსახურს.

საერთაშორისო ტარიფები

თუ თქვენს ანგარიშზე დამატებით გადასახადებს შენიშნავთ ან თუ დაქვითული თანხა განსხვავდება ბოლტის ელექტრონულ ქვითარში აღნიშნული თანხისგან, გთხოვთ დაუკავშირდეთ თქვენს ბანკს.

მიუხედავად იმისა, რომ საფასური გადაიხდება გადახდის მეთოდის ორიგინალ ვალუტაში, თქვენმა ბანკმა შესაძლოა ბოლტის საპროცესო სისტემას განიხილოს როგორც ინტერნაციონალური და მგზავრობის ღირებულებას დაამატოს საერთაშორისო ტარიფები.

Was this article helpful?