რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

დარეგისტრირება

შემოსავლისა და ბონუსების შემოწმება

თქვენს ანგარიშზე არსებული ბალანსის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად, შეგიძლიათ, შეხვიდეთ მძღოლის პორტალში. ეს ინფორმაცია, ასევე, შეგიძლიათ, იხილოთ აპლიკაციაში. ამისათვის, მთავარი გვერდიდან აირჩიეთ "ბალანსი".

  • ბალანსის ველი მოიცავს ინფორმაციას თქვენი საწყისი და საბოლოო ბალანსის შესახებ
  • შემოსავლის გვერდი გიჩვენებთ შემოსავლებსა და ბონუსებს. აქ შეგიძლიათ, ცალ-ცალკე იხილოთ, თუ რამდენი გამოიმუშავეთ ნაღდი ფულითა და აპლიკაციით გადახდების მეთოდით
  • მოგების გრაფა გიჩვენებთ გამომუშავებულ თანხას საკომისიოს გამოკლების შემდეგ

ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია, როგორც მიმდინარე კვირის, ასევე წინა კვირების ან ბოლო 3 თვის შესახებ. ასევე, შესაბამისი გრაფებიდან შეგიძლიათ, იხილოთ კონკრეტული დღეების შემოსავალი.

შენიშვნა: აპლიკაციაში შეგიძლიათ, იხილოთ მხოლოდ წინა დღეს გამომუშავებული ბონუსები. ბონუსები ირიცხება თქვენს ძირითად გამომუშავებულ თანხასთან ერთად.

დაგეხმარათ სტატია?