რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

დარეგისტრირება

როდესაც მგზავრი თანხას მთლიანად ან ნაწილობრივ არ იხდის

ბოლტის მომხმარებლებს მგზავრობის ღირებულების გადახდა შეუძლიათ ნაღდი ფულით/CASH კატეგორია (ზოგ ქალაქში) ან აპლიკაციის მეშვეობით (საბანკო ბარათი ან სხვა მეთოდი).

მძღოლის პასუხისმგებლობაა, რომ ნაღდი ანგარიშსწორების დროს მგზავრს გამოართვას მგზავრობის შესაბამისი თანხა. თუ მგზავრი თანხას ბარათით(Bolt გადახდა) იხდის, თქვენ ამის შესახებ ინფორმაციას მძღოლის აპლიკაციაშივე მიიღებთ. ასეთ დროს, მგზავრს ნაღდი ფულით გადახდა აღარ უნდა მოსთხოვოთ.

იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი თანხას მთლიანად ან ნაწილობრივ არ იხდის:

  • CASH კატეგორიის მგზავრობის დასრულების შემდეგ თავაზიანად სთხოვეთ მგზავრს, გადაიხადოს თანხა
  • თუ მგზავრი უარს ამბობს თანხის გადახდაზე, არ დაადასტუროთ აპლიკაციაში მოცემული ფასი
  • აირჩიეთ "პრობლემა ფასთან დაკავშირებით"
  • აირჩიეთ "მგზავრმა არ გადაიხადა" ან "მგზავრმა ნაკლები გადაიხადა"

აუცილებლად მივიღებთ პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო ზომებს.

რჩევები, რომლებიც მგზავრობის დაწყებამდე უნდა გაითვალისწინოთ:

  • დაადასტურეთ მგზავრის სახელი
  • CASH კატეგორიისთვის თან იქონიეთ ხურდის დასაბრუნებლად საკმარისი ნაღდი ფული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მგზავრს უფლება აქვს, გადაიხადოს ნაკლები თანხა ან საერთოდ არ გადაიხადოს მგზავრობის ღირებულება.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ან გჭირდებათ დახმარება, გთხოვთ, აპლიკაციის მეშვეობით დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს.

დაგეხმარათ სტატია?