რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

დარეგისტრირება

როდესაც მგზავრი თანხას ნაწილობრივ ან მთლიანად არ იხდის

ბოლტის მომხარებლებს მგზავრობის ღირებულების გადახდა შეუძლიათ ნაღდი ფულით/CASH კატეგორია (ზოგ ქალაქში) ან აპლიკაციის მეშვეობით (საბანკო ბარათი ან სხვა მეთოდი).

ნაღდი ფულით გადასახდელი მგზავრობის ღირებულების შეგროვება მძღოლის

პასუხისმგებლობაა. თუ მგზავრი აპლიკაციის მეშვეობით იხდის თანხას, თქვენ ამის

შესახებ ინფორმაციას მძღოლის აპლიკაციაშივე მიიღებთ. ასეთ დროს, მგზავრს ნაღდი ფულით გადახდა აღარ უნდა მოსთხოვოთ.

ნახეთ როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში თუ მგზავრი თანხას მთლიანად ან ნაწილობრივ არ იხდის:

  • CASH კატეგორიის მგზავრობის დასრულების შემდეგ თავაზიანად სთხოვეთ მგზავრს გადაიხადოს თანხა
  • თუ მგზავრი უარს ამბობს თანხის გადახდაზე, არ დაადასტუროთ აპლიკაციაში მოცემული ფასი
  • აირჩიეთ პრობლემა ფასთან დაკავშირებით
  • აირჩიეთ მგზავრმა არ გადაიხადა ან მგზავრმა ნაკლები გადაიხადა

ჩვენ პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ.

რჩევები, რომლებიც მგზავრობის დაწყებამდე უნდა გაითვალისწინოთ:

  • დაადასტურეთ მგზავრის სახელი
  • CASH კატეგორიისთვის თან იქონიეთ ხურდის დასაბრუნებლად საკმარისი ნაღდი ფული. წინააღმდეგ შემთხვევაში მგზავრს უფლება აქვს გადაიხადოს ნაკლები თანხა, ან საერთოდ არ გადაიხადოს მგზავრობის ღირებულება.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ან გჭირდებათ დახმარება, გთხოვთ აპლიკაციის მეშვეობით დაუკავშირდეთ ჩვენს კლიენტების მხარადაჭერის გუნდს.

Was this article helpful?