რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

დარეგისტრირება

გადახდის მეთოდის დამატება, შეცვლა ან წაშლა

შეგიძლია დაამატო, შეცვალო ან წაშალო გადახდის მეთოდი სექციაში “გადახდის მეთოდი”. 

Ბარათის დასამატებლად, გამოიყენე ფუნქცია "დაამატეთ გადახდის მეთოდი". ახალი ბარათის დამატებისას სისტემა მოახდენს პრეავტორიზაციას ბარათის ვალიდაციისთვის და ჩამოჭრის თანხას, რომელიც უკან დაგიბრუნდებათ. თანხის დაბრუნებას დასჭირდება მაქსიმუმ 14 სამუშაო დღე. თუ ბარათის დამატებისას პრობლემა შეგექმნა, დარწმუნდი, რომ: 

  • სწორად შეიყვანე ბარათის დეტალები
  • ბარათზე საკმარისი რაოდენობაა
  • ბარათი არ არის ვადაგასული
  • ბარათზე ნებადართულია ონლაინ ტრანზაქციები
  • ამატებ Visa ან Mastercard ტიპის ბარათს; American Express ბარათები დაშვებულია მხოლოდ ვეროკავშირის ქვეყნებში.

დროებითი ცვლილება 07/03/2022-დან: რუსული საბანკო ბარათების გამოყენება შეზღუდულია.

გადახდის მეთოდის შესაცვლელად, საჭიროა შეცვალო ის შეკვეთის დადასტურებამდე - მგზავრობის დაწყების შემდეგ მის შეცვლას ვეღარ შეძლებ.

გადახდის მეთოდის შესაცვლელად, აირჩიე სასურველი მეთოდი სექციაში “გადახდის მეთოდი”.

ბარათის წასაშლელად, გადაუსვი თითი მარცხნივ ბარათის ციფრებს და დააჭირე ღილაკს “წაშლა”. ბარათის წაშლა შეგიძლია იმ შემთხვევაში, თუ არ გიფიქსირდება აქტიური გადასახადი ანგარიშზე.

დაგეხმარათ სტატია?