რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

დარეგისტრირება

როგორ მოვიქცე თუ მგზავრმა ნივთი დაკარგა?

დაკარგული ნივთი

ყოველი მგზავრობის დასრულებისთანავე, შეამოწმეთ ავტომობილი. თუ მასში მგზავრის მიერ დაკარგული ნივთი აღმოაჩინეთ, მიჰყევით ინსტრუქციას:

  • გამოძახების დასრულებიდან 24 საათი გაქვთ მგზავრთან დასაკავშირებლად. გთხოვთ, ამისთვის გამოიყენეთ აპლიკაციაში მოცემული დარეკვის ფუნქცია.
  • მგზავრსაც 24 საათი აქვს თქვენთან დასაკავშირებლად და ნივთის დაბრუნების პროცესის შესათანხმებლად. გთხოვთ, ნივთი დაუბრუნეთ დამატებითი გადასახადის გარეშე.
  • თუ ზუსტად არ იცით, ვის ეკუთვნის ნივთი ან ვერ შეუთანხმდით მგზავრს, გთხოვთ, აპლიკაციიდან დაუკავშირდით Bolt-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს და თქვენთვის ხელსაყრელ უახლოეს პერიოდში მიიტანეთ ნივთი ოფისში ან პოლიციის განყოფილებაში.

დაკარგული ტელეფონი

თუ თქვენს ავტომობილში იპოვნეთ დაკარგული მობილური ტელეფონი, გთხოვთ, აპლიკაციის მეშვეობით დაუკავშირდით Bolt-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს და თქვენთვის ხელსაყრელ უახლოეს პერიოდში მიიტანეთ ოფისში ან პოლიციის განყოფილებაში.

დაგეხმარათ სტატია?