რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

დარეგისტრირება

ანგარიშის დაბლოკვის მიზეზები

სერვისის გაუმჯობესების მიზნით მძღოლის ანგარიში შესაძლოა დროებით ან სამუდამოდ დაიბლოკოს. ქვემოთ მოცემულია ექაუნთის დაბლოკვის რამდენიმე მიზეზი:

  • აქტივობის დაბალი ქულა
  • დაბალი რეიტინგი
  • პერსონაცია (თავის სხვა პიროვნებად გასაღება)
  • ფასების არასწორად მითითება
  • უჩვეულო და საეჭვო აქტივობები
  • ცუდი ყოფაქცევის ნებისმიერი ფორმა

დაბალი აქტივობისა და რეიტინგის მიზეზით ავტომატურად დაბლოკილი ექაუნთის გააქტიურება მხოლოდ ბლოკისთვის განსაზღრული ვადის ამოწურვის შემდეგ არის შესაძლებელი. ალტერნატიულად, შეგიძლიათ სცადოთ  კლიენტების მხარდაჭერის სპეციალისტთან პირადად გასაუბრება.

რაც შეეხება ჩვენი გუნდის მიერ დროებით დაბლოკილ ანგარიშებს, ბლოკი მას შემდეგ მოიხსნება, რაც მძღოლი მასთან დაბლოკვამდე განხილულ საკითხებს მოაგვარებს.

დეტალური განმარტებებისა და დახმარების მისაღებად გთხოვთ აპლიკაციის მეშვეობით დაუკავშირდეთ კლიენტების მხარდაჭერის გუნდს.

Was this article helpful?