რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

დარეგისტრირება

აქტივობის ქულის გამოთვლა

აქტივობის ქულა წარმოდგენას გაძლევთ თქვენი დღიური მუშაობის შესახებ. აქტივობის ქულა გამოითვლება ბოლო 40 მგზავრობის მიხედვით და განახლებადია ყოველი ახალი მგზავრობის შემდეგ.

როდესაც ყველა შემოსულ შეკვეთას ადასტურებთ და მგზავრობებს წარმატებით ასრულებთ, თქვენი აქტივობის ქულაც პოზიტიურია. აქტივობის ქულა პოზიტიური იქნება თუ შეკვეთების 20%-ს ან მეტს არ გამოტოვებთ ან გააუქმებთ. როდესაც ბოლო 40 შეკვეთის 20% გაუქმებულია, სისტემა ავტომატურად ბლოკავს თქვენს ექაუნთს.

აქტივობის ქულის შემოწმება:

  • ასწიეთ ზემოთ მთავარ გვერდზე გამოსახული სლაიდერი
  • აირჩიეთ აქტივობა

აქტივობას აქვს სამი სხვადასხვა ფანჯარა:

  • საათების ფანჯარა აჯამებს ლოდინისა და მგზავრებთან ერთად გადაადგილების  საათებს
  • მგზავრობების ფანჯარა გიჩვენებთ თუ რამდენი შეკვეთა განახორციელეთ ჯამში შემოსული შეკვეთებიდან. აქ შეგიძლიათ იხილოთ როგორც პროცენტული, ასევე პროპორციული მონაცემები
  • გაუქმების ფანჯარა გიჩვენებთ ბოლო 50 შეკვეთის გაუქმების მიზეზებს, ასევე გაძლევთ რჩევებს თუ როგორ გააუმჯობესოთ აქტივობა!

აპლიკაციაში შეგიძლიათ ნახოთ როგორც მიმდინარე კვირის, ასევე წინა კვირებისა და ბოლო 3 თვის მონაცემები. გარდა ამისა, შეგიძლიათ იხილოთ კონკრეტული დღეების მაჩვენებლები შესაბამის ლურჯ ველებზე დაკლიკვით.

შენიშვნა: თუ 5 წუთი ლოდინის შემდეგ შეკვეთას გააუქმებთ მიზეზით მგზავრი არ გამოცხადდა, ეს თქვენს აქტივობის ქულაზე გავლენას არ მოახდენს.

Was this article helpful?