რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

დარეგისტრირება

მძღოლის რადიუსის გამოყენება

მძღოლებს შეუძლიათ შეცვალონ საკუთარი სამუშაო რადიუსი. იმის მიხედვით თუ საიდან გსურთ შეკვეთების მიღება, შეიძლება რადიუსის გაზრდა ან შემცირება.

მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას:

  • გახსენით მძღოლის აპლიკაცია
  • გადაწიეთ მუშაობის დაწყების ველი მარჯვნივ
  • აპლიკაცია მოგთხოვთ შეარჩიოთ რადიუსი
  • რადიუსის გასაზრდელად ან შესამცირებლად დააკლიკეთ + ან - სიმბოლოს

გარდა სამუშაო რადიუსისა, თქვენ ასევე საშუალება გაქვთ გაეცნოთ რუკას, რომელიც ინფორმაციას გაწვდით ყველაზე მოთხოვნადი ადგილების შესახებ, მინიმალური რადიუსი არის 1 კილომეტრი, ხოლო მაქსიმალური 40 კილომეტრი. ავსტრალიაში მინიმალური რადიუსი 2 კილომეტრია.

შენიშვნა: შესაძლოა ზოგჯერ შეკვეთები თქვენი რადიუსის გარედანაც მიიღოთ, თუმცა ამ შეკვეთების გაუქმება თქვენს აქტივობის ქულაზე უარყოფითად არ აისახება. 

Was this article helpful?