რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

დარეგისტრირება

როგორ მუშაობს შეკვეთის გადაბმა?

დროის ეფექტურად გამოყენების მიზნით, ბოლტის მძღოლებს საშუალება აქვთ მიიღონ ახალი შეკვეთები მიმდინარე მგზავრობის დასრულებამდე.

ნახეთ როგორ მუშაობს შეკვეთის გადაბმა:

  • მგზავრობის დროს თქვენ იღებთ ახალ შეკვეთას და გაქვთ 20 წამი მის დასადასტურებლად
  • შეკვეთის დადასტურების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება შემდეგი მგზავრის მისამართზე მისვლის სავარაუდო დრო
  • მიმდინარე მგზავრობის დროს, შემდეგი შეკვეთის საწყისი ლოკაცია გამოსახულია ეკრანის ზედა ნაწილზე

მთავარი პუნქტები:

  • გადაბმულ შეკვეთას იღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა მიმდინარე შეკვეთის მგზავრს მითითებული აქვს დანიშნულების მისამართი
  • ახალი შეკვეთის მიღებამდე დარწმუნდით, რომ მიმდინარე შეკვეთის დანიშულების მისამართი საბოლოოა
  • მიმდინარე მგზავრობის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ გაემართოთ ახალი შეკვეთის საწყისი ლოკაციისკენ
  • გადაბმული შეკვეთების გაუქმება აისახება თქვენს აქტივობის ქულაზე. თუ ამ შეკვეთების მიღება არ გსურთ, შეგიძლიათ გათიშოთ ფუნქცია.

შეკვეთის გადაბმის ფუნქცია ამცირებს ლოდინის დროს შეკვეთებს შორის და შესაბამისად ზრდის თქვენს ეფექტურობასა და შემოსავალს.

Was this article helpful?