რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

დარეგისტრირება

შეტყობინება უსაფრთხოების ინციდენტის შესახებ

ჩვენ გვესმის, რომ შესაძლოა  ყოველთვის 5-ვარსკვლავიანი მომსახურება ვერ მიიღოთ და ბოდიშს გიხდით ყოველგვარი შესაძლო უსიამოვნებისთვის.

თუ ისეთი სახიფათო ინციდენტის მონაწილე გახდით, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა თუ სხვა სერიოზული გარემოება, გთხოვთ პირველ რიგში დარწმუნდეთ თქვენს და თუ შესაძლოა, ყველა მონაწილე პირის უსაფრთხოებაში.

ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინეთ საპატრულო პოლიციასა და საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს. გთხოვთ, ასევე დაუკავშირდეთ ჩვენს კლიენტების მხარდაჭერის გუნდს. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, ჩვენ მკაცრი რეაგირება გვაქვს არაპროფესიონალურ ქმედებებთან დაკავშირებით. აგრესიულობა, ძალადობა, არამართებული ფიზიკური კონტაქტი და სხვა დარღვევები, იქნება ეს მძღოლისა თუ მგზავრის მხრიდან, ჩვენს პლატფორმაზე არ დაიშვება.

გთხოვთ, მსგავს შემთხვევებზე ჩვენი ინფორმირების დროს, შეტყობინებას თან დაურთოთ რაც შეიძლება მეტი დეტალი და ნებისმიერი მტკიცებულება. ჩვენ გვსურს დაგარწმუნოთ, რომ მსგავს ინციდენტებზე სათანადო რეაგირება ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია.

Was this article helpful?