რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

დარეგისტრირება

ყოველთვიური ინვოისის განმარტება

ჩვენი სისტემა აწარმოებს ყოველთვიურ ინვოისებს, რომლებიც მძღოლებს თვის პირველი სამი დღის განმავლობაში ეგზავნებათ.

ინვოისი აჯამებს თვის განმავლობაში შესრულებული ყველა მგზავრობიდან  ბოლტისთვის გადახდილ საკომისიოს.

  • აპლიკაციით შეკვეთები ასახავს მითითებულ პერიოდში შესრულებულ ყველა მგზავრობიდან ჩამოჭრილ საკომისიო გადასახადს. ქვედა მარცხენა კუთხეში, გამოსახულია თქვენი ბალანსი თვის დასაწყისში და თვის დასასრულს
  • აპლიკაციით გადახდები გიჩვენებთ თქვენს მიერ თვის მანძილზე გამომუშავებულ საერთო თანხას
  • კომპენსაციები შეესაბამება ჩვენგან მიღებულ ბონუსებსა და ანაზღაურებებს (მაგალითად, მგზავრობის ღირებულებაში გამოტოვებული საგზაო გადასახადები)
  • ინვოისები ასახავს საკომისიოს (აპლიკაციით შეკვეთების მიხედვით)
  • განაცემები აღნიშნავს მითითებულ პერიოდიში თქვენს საბანკო ანგარიშზე გადმორიცხულ თანხას
  • თუ თვის ბოლოს თქვენი ბალანსი პოზიტიურია, თანხა გადმოგერიცხებათ მომდევნო საანგარიშო კვირას ( ეს თანხა ასახული იქნება მომდევნო ინვოისის განაცემებში)
  • თუ გადასახდელ თანხაში მითითებულია 0.00, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან თქვენ არ გაქვთ არანაირი დავალიანება. ეს მაგალითი მიესადაგება მძღოლების უმეტესობას.
  • საკომისიოს გარდა,  თქვენს ბალანსს არ ემატება და/ან არ აკლდება რაიმე სახის დამატებითი ან ფარული გადასახადი

როდესაც გადასახდელი თანხა არ არის 0.00:

  • თუ თქვენს ქალაქში მოქმედებს როგორც  აპლიკაციით (Bolt) გადახდა, ასევე ნაღდი ანგარიშსწორება, გადასახდელ თანხაში მითითებული ოდენობის დაფარვა შეკვეთების შესრულებით შეგიძლიათ. დავალიანება ავტომატურად ჩამოიჭრება შესრულებული მგზავრობებით გამომუშავებული თანხიდან და თქვენ აღარ მოგიწევთ Bolt-ის საბანკო ანგარიშზე თანხის გადმორიცხვა
  • თუ თქვენს ქალაქში მოქმედებს მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორება, გადასახდელ თანხაში მითითებული ოდენობა უნდა გადარიცხოთ Bolt-ის საბანკო ანგარიშზე
Was this article helpful?