რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

დარეგისტრირება

პრობლემა ფასთან დაკავშირებით

მგზავრობის ფასი გამოითვლება სამი ძირითადი კომპონენტის მიხედვით:

  • საწყისი ფასი
  • კილომეტრების ტარიფი (განვლილი მანძილი)
  • წუთობრივი ტარიფი (დახარჯული დრო)

ინტერნეტის ან GPS ხარვეზის შემთხვევაში, პრობლემა ავტომატურად იქნება აღმოჩენილი და ფასი სწორად იქნება გამოთვლილი. თუმცა, თუ მაინც ფიქრობთ, რომ მოხდა ფასის არასწორი გამოთვლა, გთხოვთ მიჰყვეთ ტარიფის გადახედვის

ინსტრუქციას:

  • დაასრულეთ მგზავრობა აპლიკაციაში
  • ფასის დადასტურების ნაცვლად აირჩიეთ ფასის პრობლემა
  • აირჩიეთ შესაბამისი პრობლემა და გამოგზავნეთ შეტყობინება

გთხოვთ ნახეთ როგორ უნდა მოიქცეთ თუ მგზავრმა თანხა არ გადაიხადა ან ნაკლები გადაიხადა.

თუ ხშირად ამჩნევთ პრობლემას ფასთან დაკავშირებით, შეამოწმეთ:

  • იყენებთ თუ არა რეკომენდირებულ მოწყობილობას
  • იყენებთ თუ არა მძღოლის აპლიკაციის განახლებულ, ყველაზე ბოლო ვერსიას
  • არის თუ არა თქვენი Google Maps ან Waze განახლებული
  • არის თუ არა თქვენი GPS ლოკაციის მაღალ სიზუსტეზე მომართული (Android-ის მომხმარებლებისთვის)

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტარიფის გადახედვის შედეგ იმ დღის ბალანსი იცვლება, რომელ დღესაც ჩვენი გუნდი ამუშავებს ტარიფის გადახედვის თხოვნას. თუ პროცესთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაქვთ, ანდახმარება გესაჭიროებათ, გთხოვთ აპლიკაციის მეშვეობით დაუკავშირდით კლიენტების მხარადაჭერის გუნდს.

Was this article helpful?