რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

დარეგისტრირება

მგზავრობა დანიშნულებისკენ

თუ მუშაობის შემდეგ სახლისკენ აპირებთ წასვლას და იმავე, ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით მიმავალი მგზავრის შეკვეთის მიღება გსურთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ მგზავრობა დანიშნულებისკენ ფუნქცია.

ამისათვის მიჰყევით ინსტრუქციას:

  • მთავარ გვერდზე დააკლიკეთ პლუსის ნიშანს (+)
  • აირჩიეთ მდებარეობის მონიშვნა
  • მარტივი წვდომისთვის შეგიძლიათ დაამატოთ სახლის მისამართი ან სხვა ამორჩეული ლოკაცია
  • ფუნქციის გასაუქმებლად დააჭირეთ X სიმბოლოს თქვენი დანიშნულების მისამართს გვერდით

როდესაც ამ ფუნქციას ირჩევთ თქვენ იღებთ მხოლოდ იმ შეკვეთებს, რომლებიც სრულდება თქვენს მიერ მონიშნული მისამართის სიახლოვეს. შეკვეთები, რომლებიც ამ დანიშნულებისგან დიდი მანძილითაა დაშორებული გამოირიცხება, ამიტომ შეკვეთის მისაღებად შესაძლოა უფრო დიდ ხანს დაგჭირდეთ ლოდინი.

თქვენი დანიშნულების ათვლა

  • როგორც აპლიკაციაშივე არის განმარტებული, ფუნქციას აქვს დღიური ლიმიტი, რაც განსხვავდება ქალაქების მიხედვით
  • ყოველ დღე, ღამის 12 საათზე ათვლის სისტემა იტვირთება და საწყის ფაზას უბრუნდება
  • გამოუყენებელი დანიშნულებები შემდეგ დღეზე არ გადადის. მგზავრობა, რომელიც იწყება ღამის 12 საათამდე და სრულდება ღამის 12 საათის შემდეგ, ანუ მეორე დღეს, ითვლება წინა დღის მგზავრობად.

შეზღუდვები:

  • ამ ფუნქციამ შესაძლოა შეამციროს თქვენი შეკვეთების რაოდენობა, რადგან თქვენ მიიღებთ შეკვეთებს მხოლოდ არჩეული დანიშულებისკენ.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი საბონუსე კამპანია ამ შეკვეთებს არ თვლის

შენიშვნა: ფუნქცია ხელმისაწვდომია ზოგიერთ ქვეყანაში. გთხოვთ დარწმუნდით, რომ იყენებთ აპლიკაციის უახლეს ვერსიას.

Was this article helpful?