რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

დარეგისტრირება

პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება

ბოლტის მომსახურებით სარგებლობა გარკვეული პერსონალური

მონაცემების დამუშავებას მოითხოვს. აპლიკაციის ჩამოტვირთვისა და მისი გამოყენების დროს თქვენ ეთანხმებით ჩვენს წესებსა და პირობებს და გვაძლევთ თანხმობას შევაგროვოთ და დავამუშავოთ თქვენი მონაცემები, როგორც ეს აღნიშულია მონაცემთა დაცვის რეგულაციებში Art.6. 1 (b).

შეგროვებული და დამუშავებული მონაცემები მოიცავს:

  • სახელი, ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი
  • თქვენი გეოლოკაცია, მგზავრობის დრო და მიმართულება
  • ინფორმაცია გადახდებზე
  • ინფორმაცია დავების შესახებ
  • ბოლტის აპლიკაციისთვის გამოყენებული სმარტფონის/ტაბლეტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება საჭიროა თქვენს მძღოლებთან დასაკავშირებლად და ქალაქებში ეფექტურად გადაადგილების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, მონაცემების დამუშავება საშუალებას გვაძლევს შევძლოთ მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, რეკომენდაციების გაცემა საუკეთესო მარშრუტების შესახებ, თქვენი მგზავრობის გადასახადების დამუშავება, თქვენი ინფორმირება სიახლეების შესახებ და თქვენთან კომუნიკაცია შესაძლო სადავო საკითხებთან დაკავშირებით.

ვის აქვს წვდომა თქვენს მონაცემებზე?

თქვენი მონაცემები (სახელი, გეოლოკაცია და ზოგ ქვეყანაში ტელეფონის ნომერი)

გაზიარებულია მხოლოდ თქვენს მძღოლთან, რომელიც დარეგისტრირებულია ბოლტის პლატფორმაზე. მძღოლი ამ ინფორმაციას ხედავს მხოლოდ მომსახურების მოწოდების პროცესში. მგზავრობის დასრულების შემდეგ, თქვენი

სახელი და ზოგ ქვეყანაში ტელეფონის ნომერი მძღოლისთვის ხელმისაწვდომი რჩება 24 საათის განმავლობაში. ამ გზით მარტივდება შესაძლო პრობლემების მოგვარება, როგორიცაა დაკარგული ნივთების მგზავრისთვის დაბრუნება.

თქვენს მიერ მძღოლისთვის დატოვებული შეფასება და კომენტარები კონფიდენციალურია.

თუ გსურთ გაიგოთ მეტი თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ, გთხოვთ გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას მგზავრებისთვის.

Was this article helpful?