დანიშნულების მისამართის შეცვლა თქვენ და მძღოლს შეგიძლიათ ნებისმიერ მომენტში, სანამ მძღოლი მონიშნავს მგზავრობის დასრულებას.
ამის გაკეთება შესაძლებელია აპლიკაციიდან შემდეგნაირად:
- დააჭირეთ დანიშნულების მისამართს
- აპლიკაცია გიჩვენებთ შეტყობინებას საფასურის შეცვლასთან დაკავშირებით
- შეტყობინების დადასტურების შემდეგ შეძლებთ მისამართის შეცვლას
- შეგიძლიათ, შეარჩიოთ შემოთავაზებული მისამართებიდან ერთ-ერთი, ან ხელით ჩაწეროთ მისამართი
შენიშვნა:
- გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ საბოლოო დანიშნულების მისამართის შეცვლის შემდეგ, წინასწარ განსაზღვრული საფასური, რომელიც ჩანდა აპლიკაციაში შეკვეთამდე, შესაძლოა შეიცვალოს.
- თუ რამდენიმე გაჩერება გაქვთ მითითებული და შეცვლით საბოლოო დანიშნულების მისამართს, ყველა სხვა გაჩერება წაიშლება.