რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

დარეგისტრირება

ფიქსირებული ფასის განმარტება

ფიქსირებული ფასი მგზავრს შეკვეთის დაფიქსირებამდე უჩვენებს მგზავრობის ზუსტ ღირებულებას. შესაბამისად, მგზავრმა წინასწარ იცის თუ რა დაუჯდება მგზავრობა.

ფიქსირებული ფასი  ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს:

  • საცობი და სხვა ინციდენტები: თუ საცობის ან სხვა ფაქტორის გამო მგზავრობას სჭირდება მეტი დრო ვიდრე მოსალოდნელი იყო, ფასი გამოითვლება მანძილისა და დახარჯული დროის ახალი მონაცემების მიხედვით
  • საგზაო გადასახადები: ეს გადასახადები ფასს ავტომატურად ემატება და ამის შესახებ მგზავრი ინფორმირდება მგზავრობის დასრულების შემდეგ
  • დინამიური ფასი: მაღალი მოთხოვნის დროს ფიქსირებული ფასი ასევე ითვალისწინებს დინამიური ფასის კოეფიციენტს.
  • თუ მგზავრი მიმართულებას მგზავრობის დროს შეცვლის, ფიქსირებული ფასი შეიცვლება ახალი მიმართულების მიხედვით

ფიქსირებული ფასი მგზავრს უადვილებს გადაწყვეტილების მიღებას, რაც ხშირ შემთხვევაში შედეგად იძლევა მეტ შეკვეთებს.

ფიქსირებული ფასის გამოყენებით მგზავრობის ღირებულებამ შეიძლება მოიმატოს ან დაიკლოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ფუნქცია მეტ მომხარებელს იზიდავს, რაც მძღოლებს მეტი თანხის გამომუშავების საშუალებას აძლევს.

შენიშვნა: ფიქსირებული ფასი ამ ეტაპზე მხოლოდ ზოგიერთ ქალაქშია გააქტიურებული.

Was this article helpful?