რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

დარეგისტრირება

შეკვეთის გაუქმების საფასური

შეკვეთის გაუქმების საფასური გააქტიურებულია რამდენიმე ქალაქში და შემოღებულია იმ მძღოლების კომპენსირების მიზნით, რომლებიც მგზავრის მისამართზე ცხადდებიან და გაუქმებული შეკვეთის შედეგად ანაზღაურებას ვერ იღებენ.

შეკვეთის გაუქმების საფასური დაერთვის შემდეგ შემთხვევებს:

  • თქვენ აუქმებთ შეკვეთას მას შემდეგ, რაც მძღოლი მას მიიღებს და დაადასტურებს
  • თქვენ აუქმებთ შეკვეთას მას შემდეგ, რაც მძღოლი თქვენს მისამართზე გამოცხადდება

შეტყობინება შეკვეთის გაუქმების საფასურის შესახებ მიიღება აპლიკაციის მეშვეობით და შესაბამისი ქვითარი იგზავნება თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

შეკვეთის გაუქმების გადასახადი გვეხმარება შევინარჩუნოთ ეფექტურობა, ვუზრუნველყოთ სერვისის დროულობა და დავიცვათ მძღოლების ინტერესი.

შენიშვნა:

  • შეკვეთის გაუქმების საფასური ყველა ქალაქში არ არის შემოღებული
  • შეკვეთის გაუქმების საფასური განსხვავდება ადგილმდებარეობისა და ავტომობილების კატეგორიის მიხედვით
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გაუქმებული შეკვეთები გავლენას ახდენს მძღოლების შემოსავალსა და აქტივობის სტატუსზე

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ კლიენტების მხარდაჭერის გუნდს.

დაგეხმარათ სტატია?