რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

დარეგისტრირება

პრომო კოდთან დაკავშირებული პრობლემები

თუ პრომო კოდის გამოყენებისას პრობლემები შეგექმნათ, დარწმუნდით, რომ:

  • თქვენი პრომო კოდის ან ფასდაკლების ვადა არ ამოიწურა
  • დარწმუნდით, რომ თქვენ მას იყენებთ მგზავრობებისთვის და არა გაქირავებისთვის ( სკუტერები, ელექტრო ველოსიპედები )
  • თქვენ იყენებთ აპლიკაციის უახლეს ვერსიას
  • რეფერალური კოდების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ მომხმარებელთა მიერ, რომლებიც არ იზიარებენ გადახდის მეთოდს ან მოწყობილობას უკვე არსებულ მომხმარებელთან

რამდენიმე რამ, რაც აუცილებელია გახსოვდეთ:

  • კონკრეტულ ქვეყანაში გაცემული პრომო კოდი არ იმოქმედებს სხვა ქვეყანაში მგზავრობისას
  • ერთდროულად ორი ან მეტი პრომო კოდის გამოყენება არ არის შესაძლებელი
  • გადახდის მეთოდის ცვლილების შემთხვევაში აუცილებელია კოდი ხელახლა შეირჩეს
  • თუ პრომო კოდის ღირებულება უფრო მაღალია ვიდრე მგზავრობის ფასი, დარჩენილი თანხის გამოყენება არ იქნება შესაძლებელი სხვა მგზავრობისთვის
  • თუ თქვენი კოდი მოიცავს თქვენი მგზავრობის მთლიან ფასს, ბარათის ავტორიზაციისთვის ტრანზაქცია შესაძლოა მაინც შესრულდება გადახდის მეთოდის დასადასტურებლად
  • ზოგიერთ პროცენტულ ფასდაკლებას შეიძლება ჰქონდეს მაქსიმალური თანხა.

თუ არსებული პრობლემა კვლავ იჩენს თავს, გთხოვთ, დაუკავშირდით მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს აპლიკაციის საშულებით.

დაგეხმარათ სტატია?