რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

დარეგისტრირება

პრობლემები მგზავრობის გამოძახებასთან

თუ მგზავრობის გამოძახებას ვერ ახერხებთ, შესაძლოა ამას განაპირობებდეს შემდეგი ფაქტორები:

  • არასაკმარისი თანხა: სისტემა ბარათის ვერიფიკაციის მიზნით, ახორციელებს შექცევად გადარიცხვებს. დარწმუნდით, რომ ბარათზე გიფიქსირდებათ საკმარისი თანხა.
  • ანგარიში დაბლოკილია: ასეთ შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას შეფერხების შესახებ. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ კლიენტთა მხარდაჭერის გუნდს.
  • წარუმატებელი გადახდები: თუ უკანასკნელი მგზავრობის საფასურის დაფარვა ვერ მოხერხდა, თქვენ ვერ შეძლებთ ახლის გამოძახებას მანამ, სანამ არ მოხდება გადახდა. გთხოვთ, დაუკავშირდეთ ბანკს და მოითხოვოთ ამ ტრანზაქციაზე ნებართვა. ამის შემდგომ, შეგიძლიათ ხელახლა სცადოთ გადახდა აპლიკაციაში გადახდის სექციიდან.
  • ტექნიკური ხარვეზი: თუ ფიქსირდება ტექნიკური ხარვეზი, გთხოვთ გადაუღოთ სკრინშოთები და დაუკავშირდეთ კლიენტთა მხარდაჭერის გუნდს. დეტალური ინფორმაციის მოწოდებით, მალევე შევძლებთ პროლემის გადაჭრას!
დაგეხმარათ სტატია?