რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

დარეგისტრირება

როგორ ვისარგებლოთ ხარჯების მართვის პროვაიდერით სამსახურის პროფილის გამოყენებისას

თქვენ შეგიძლიათ, თქვენი სამსახურის პროფილი პირდაპირ დაუკავშიროთ თქვენი კომპანიის ხარჯების სისტემას ისე, რომ ყოველი Bolt მგზავრობის ქვითარი პირდაპირ გადაეგზავნოს თქვენს პროვაიდერს. 

ამ ფუნქციის გამოსაყენებლად გთავაზობთ 2 გზას: 

აპლიკაციაში:

  • აირჩიეთ სამსახურის მგზავრობები მენიუს ბარში
  • დაამატეთ ხარჯის ჩანაწერი
  • მიჰყევით პლატფორმის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინტრუქციას პროცესის დასასრულებლად. 

ვებ-გვერდის გამოყენებით:

  • ეწვიეთ SAP Concur ვებ-გვერდს
  • აირჩიეთ Resources მენიუს ბარში
  • ეწვიეთ App center სექციას
  • საძიებო ველში ჩაწერეთ Bolt და შედით სისტემაში თქვენი SAP მონაცემებით
  • თქვენ დაგჭირდებათ სისტემაში შესვლის დადასტურება სმს კოდის მეშვეობით, რომელსაც მიიღებთ მობილური ტელეფონის ნომერზე. ამის შემდეგ თქვენი სამუშაო პროფილი დაუკავშირდება ხარჯების მართვის პროვაიდერს.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ელ. ფოსტის მისამართის შეცვლის შემთხვევაში, მოგიხდებათ პროვაიდერთან თავიდან დაკავშირება. 

იმისათვის, რომ აღარ დაუკავშირდეს თქვენი სამსახურის პროფილი ხარჯების მართვის პროვაიდერს, ეწვიეთ სამსახურის მგზავრობების სექციას, აირჩიეთ ხარჯის ჩანაწერი  და დააჭირეთ წაშლის ღილაკს. 

პრობლემის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ხარჯების მართვის პროვაიდერს. 

დაგეხმარათ სტატია?