რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

დარეგისტრირება

რა არის მძღოლის ქულა და აქტივობის კოეფიციენტი?

რა არის მძღოლის ქულა და აქტივობის კოეფიციენტი?

მძღოლის ქულა და აქტივობის კოეფიციენტი გამოხატავს მძღოლსა და მგზავრს შორის პოტენციურად სახიფათო ან საზიანო კომუნიკაციას. მათი დანიშნულება შენს მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.

მომსახურების ხარისხი - მგზავრობების მიღება

მგზავრობაზე მძღოლის დანიშვნისას ჩვენი აპლიკაცია ითვალისწინებს მოსვლის დროს, რომ საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოს.

როცა შეკვეთას იღებ, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ მომენტში შენ უკეთესად ერგები მგზარვობას. მისი გამოტოვება ან გაუქმება მომდევნო შედარებით უკეთეს ვარიანტს შეარჩევს, თუმცა ეს მგზავრს დიდ დროს აკარგვინებს.

რაც უფრო გაიზრდება ლოდინის პერიოდი, მით უფრო მეტად გაიზრდება მგზავრობების გაუქმებების რაოდენობა. თუ ეს ხშირად მოხდება, მგზავრი შეწყვეტს Bolt-ის გამოყენებას, რაც მგზავრთა ნაკადისა და მძღოლთა შემოსავლის შემცირებას გამოიწვევს.

ამიტომ საუკეთესო ვარიანტია ისე მოქცევა, რომ მგზავრი კვლავ დაუბრუნდეს Bolt-ს.

სამუშაო გრაფიკი შენს განკარგულებაშია. მძღოლის აპლიკაცია გაძლევს საშუალებას განსაზღვრო რადიუსიც. რადიუსის გარედან მგზავრობები არ შემოვა, თუ ახლოს არ არის რომელიმე აქტიური მძღოლი. 

აქტივობის კოეფიციენტი

აქტივობის კოეფიციენტი არის საზომი, რომელიც გამოხატავს შენს მიერ მიღებული მგზავრობების პროცენტს ბოლო 100 მგზავრობიდან. შენ შეგიძლია შეამოწმო აქტივობის კოეფიციენტი მძღოლის აპლიკაციაში.

რადიუსის გარედან შემოსული შეკვეთების გამოტოვება არ გათვალისწინდება დადასტურების მაჩვენებელში. თუმცა, თუ შენ დაადასტურებ მსგავს მგზავრობას, შენი აქტივობა გაიზრდება. 

დადასტურებული მგზავრობების შესრულება

მგზავრობის მიღებისთანავე  მნიშვნევლოვანია მგზავრობის შესრულება. მგზავრებისგან შეკვეთების გაუქმების მოთხოვნა მიუღებელია

მიღებული შეკვეთების ხშირი გაუქმებები დიდ გავლენას ახდენს მგზავრების მხრიდან Bolt-ის პლატფორმის მიტოვებაზე, რაც შეკვეთებისა და შესაბამისად მძღოლთა შემოსავლების შემცირებაზე მოქმედებს. 

ცხადია, ზოგჯერ მგზავრობის გაუქმება გარდაუვალია.

ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედებები არც მძღოლის და არც მგზავრის ინტერესში არ შედის:

  • მგზავრობის მიღება და შეუსრულებლობა
  • მგზავრობის დაწყების მონიშვნა მგზავრის ავტომობილში არყოფნისას
  • მგზავრობის გაუქმება საწყის ლოკაციაზე მისვლისას მგზავრის ზუსტი ლოკაციის დადგენის მიზნით მასთან კომუნიკაციის მცდელობის გარეშე

და ბოლოს, უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია.

Bolt-ის დანიშნულებაა სერვისის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და პრევენცია. მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის, უსაფრთხოების მნიშვნელობა და დარწმუნდნენ, რომ არც ერთ მათგანს არ ექმნება საფრთხე მგზავრობის დროს.

ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს შესაძლებლობებში შედის იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ მგზავრებისა და მძღოლების საზიანო ქმედებები.

მძღოლის ქულა

ჩვენ ვითვლით კარგი მგზავრობების პროცენტს. ის დაფუძნებულია შენს შესრულებულ ბოლო 100 მგზავრობაზე. თავდაპირველად, ავტომატურად ყველა მგზავრობა ითვლება კარგად.

ცუდ მგზავრობად შეიძლება ჩაითვალოს და 100 ქულის კლება გამოიწვიოს, მაგალითად:

  • თუ არ ხდება მგზავრობის მიღებისთანავე საწყისი ლოკაციის მიმართულებით მგზავრობა, რასაც მოჰყვება მგზავრობის გაუქმება
  • მგზავრობის დაწყების შემდეგ მგზავრის მიერ მგზავრობის გაუქმება
  • როდესაც შენ აუქმებ მგზავრობას საწყის ლოკაციაზე მისვლამდე
  • როდესაც შენ აუქმებ მგზავრობას საწყის ლოკაციაზე მისვლამდე მგზავრთან დაკონტაქტების გარეშე
  • როდესაც მგზავრი გაფასებს 1 ან 2 ვარსკვლავით ავტომობილის სისუფთავის ან უსაფრთხოების კომპონენტების მიხედვით
  • როდესაც მგზავრი მიმართავს კლიენტთა მხარდაჭერის გუნდს უსაფრთხოების, ჯანმრთელობის ან მსგავსი მიზეზების გამო

მძღოლის აპლიკაციაში შეგიძლია ნახო თუ რატომ მოხდა შენი ქულის კლება.

განხილვა, დაბლოკვა და გასაჩივრება

მუდმივი ან განმეორებადი სიგნალები საზიანო ან სახიფათო ქმედებების შესახებ შესაძლოა გაფრთხილების ან დამატებითი ტრენინგის მიზეზი გახდეს. შენ შეგიძლია მძღოლის აპლიკაციაში ნახო ზღვრული მაჩვენებელი, რომელიც საჭიროა Bolt-ის პლატფორმის გამოყენების გასაგრძელებლად. ამისთვის აირჩიე მძღოლის ქულა > მეტი მღოლის ქულის შესახებ.

თუ შენი ქულა გააგრძელებს კლებას, შენი მომხმარებლის ანგარიში დაიბლოკება Bolt-ის პლატფორმაზე.

შენ შეგიძლია ამის შემდეგ გაასაჩივრო შენი მომხმხარებლის ანგარიშის დაბლოკვა 12 თვით. ამისთვის უნდა შეხვიდე მძღოლის აპლიკაციის სიახლეების ველში > ანგარიში > ჩემი ანგარიში არის დაბლოკილი დაბალი ქულის გამო

გთხოვთ, გაითვალისწინე რომ გასაჩივრება უნდა მოხდეს დაბლოკვიდან 30 დღეში.

იხილე ჩვენი წესებისა და პირობების გვერდი და გაეცანი შენთვის შესაფერის ინფორმაციას.

დაგეხმარათ სტატია?